05/08/2024
13:55
სპორტი
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს.
წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.
"პარტენოპეი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში შეუდგება.
აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა იქნება, გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
შეხსენებისთვის, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, იქამდე კი, იტალიის თასის 1/32-ფინალში, 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "მოდენას" უმასპინძლებს.
0
0