13/08/2024
16:49
სპორტი
WalletHub-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2024 წელს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ხარჯებმა დაახლოებით, 8.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ამ თანხაში შედის სტადიონების განახლების, ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიების ღირებულება, ასევე საოპერაციო ხარჯები, კვებისა და შრომის ხარჯების ჩათვლით.
WalletHub-ის ანალიზი აჩვენებს, რომ მთლიანი თანხიდან დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა თამაშებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადებაზე. რაც შეეხება გზების, რკინიგზის, აეროპორტებისა და სასტუმროების განახლებისთვის გაწეულ ხარჯებს, ისინი სპორტულ აქტივობებად არ განიხილება და შესაბამისად, არ შედის ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტში.
ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა, როგორც წესი, იწვევს მასპინძელ ქალაქში ტურისტების მატებას და შემოსავლის ზრდას, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში. WalletHub-ის თანახმად, ოლიმპიური სპორტული ღონისძიებების დაახლოებით, 2.5 მილიონი ბილეთი გაიყიდა უცხოელ მოქალაქეებზე.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ტურისტების დანახარჯები 2.8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
WalletHub-ის შეფასებით, ღონისძიებამ მეექვსე ადგილი დაიკავა ყველა ოლიმპიადას შორის, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში - წერს MarketWatch.
ბოლოს ოლიმპიადა პარიზში 1924 წელს გაიმართა.
0
0