28/12/2021
14:33
საზოგადოება
„საქართველოს საოცარი ზამთარი და გახანგძლივებული დღესასწაულები“, - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია გუდაური, სვანეთის სამთო კურორტები, თბილისის საახალწლო მორთულობა და რელიგიური დღესასწაულები, რომელსაც ზამთარში აღნიშნავენ.
„ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს“, -წერს CNN-ი საქართველოს სამთო კურორტების შესახებ.
ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის ახალი წელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ.
„დღესასწაული 31 დეკემბერს იწყება, როდესაც საჩუქრებს ცვლიან და ოჯახთან ერთად ახალ წელს ზეიმობენ. სუფრა გაწყობილია ტრადიციული კერძებით, თოვლის ბაბუა ბავშვებს ტკბილეულსა და საჩუქრებს ურიგებს. როგორც წესი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტი იმართება, სადაც ახალი წლის დადგომის ათვლას იწყებენ, რაც ფეიერვერკით სრულდება“, - წერია CNN-ის სტატიაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global-ი, Conde Nast Traveler Middle East-ი, Time Out Magazine Middle East-ი, Wego, CNN-ი, National Geographic-ი, Expedia, Vogue.
კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეორგოლი. კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
0
0