23/12/2022
12:42
სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი სასამართლო პროცესისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, CNN-მა გადაცემა მოამზადა. გადაცემის სტუმრები იყვნენ ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დი ანჯელო და მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი.
"მოწამლა თუ არა ის პუტინმა" - იკითხა ჟურნალისტმა და მაყურებლებს აჩვენა ფოტოები, 29 ნოემბრის სასამართლო პროცესიდან და 22 დეკემბრის სხდომიდან.
მან მიხეილ სააკაშვილი პუტინის მეტოქედ მოიხსენია. ეთერში აჩვენეს ის კადრებიც, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა - "აი რა მდგომარეობაშია პოსტ-საბჭოთა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დღეს, მიხეილ სააკაშვილი ნივთებს ესვრის დაუდგენელ პიროვნებას მის მშობლიურ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში, ის დაპატიმრებულია და ამბობს, რომ ყველა ბრალდება შეთითხნილია. ეს კადრები ხელისუფლებამ გამოაქვეყნა, რათა მისი, როგორც თავად ამბობენ აგრესიული ქცევები გაესაჯაროებინა".
ედუარდ სააკაშვილი CNN-ს ეუბნება, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში დაჩქარდა.
"ახლა, როდესაც ეს კადრები გამოქვეყნდა, უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ის ძალიან ცუდადაა. მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რომ ის სიმულირებს და ა.შ. მე იმედი მაქვს, რომ ახლა გაცილებით დიდი ზეწოლა იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე", - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.
მასიმო დი ანჯელო CNN-ს უყვება, რომ აიღეს ანალიზები სააკაშვილის თმიდან და ფრჩხილიდან, ასევე ჩაუტარეს ბიოფსია მუცლის ღრუში, ნიმუშები აშშ-ის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მისი თქმით, გამოვლინდა მძიმე მეტალები, მათ შორის დარიშხანი და ვერცხლისწყალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის მოწამლულია.
თარგმანი: “მთავარი არხი”
0
0