ციციშვილის კლინიკაში ასამდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ორი მესამედი ბავშვია
04/01/2022
12:17
საზოგადოება
A-
+A
ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის ასამდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი მესამედი ბავშვია. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ შეინიშნება.
„კლინიკაში ამ ეტაპზე ასზე ნაკლები პაციენტი მკურნალობს. ზოგადი ტენდენცია ზრდისკენ ჯერჯერობით არ შეინიშნება და მომართვიანობა ოდნავ შემცირებულიც კი არის. დაავადების მიმდინარეობაში რამე მძიმე ახალი შემთხვევები არ გვაქვს. რაც შეეხება იმ პაციენტების ასაკს, რომლებიც ჩვენთან ჰოსპიტალიზდნენ, ძირითადად ისეც მცირე ასაკის ბავშვები არიან და ძირითადი მიზეზი არის რისკფაქტორები, რისკჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ უფრო მეტ მეთვალყურეობას. რამდენადაც ვიცი მე ამ ეტაპზე, ძირითადად ისევ „დელტა“ შტამი გვაქვს და აფეთქებას, „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდას ელოდებიან ძირითადად იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში“, - განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა.
0
0
348
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%