05/01/2022
14:15
საზოგადოება
„4 თვის ჩვილი ჩვენთან 31 დეკემბერს, უკიდურეს მდგომარეობაში შემოვიდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. იყო დაბადებული დღენაკლული, ძალიან დაბალი წონით. დაბადების შემდეგ ეს ბავშვი სულ მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მანკი იყო არაოპერაბელური. ერთი ჩარევა უკვე გაკეთებული ჰქონდათ ამ მანკის გამო და ბავშვის მდგომარეობა შემოსვლისთანავე უმძიმესი იყო. მას დაერთო კოვიდინფექცია და ამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
ბოლო 6 დღის განმავლობაში ციციშვილის კლინიკაში ეს ბავშვის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. ამ ეტაპზე კლინიკაში 50-მდე პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 რეანიმაციაშია მოთავსებული. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება, თუმცა ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024