18/03/2023
13:22
მედიცინა
“ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა,” - ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები. უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე", - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024