26/10/2024
17:06
არჩევნები 2024
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი პარტიის ტიტუშკები ენმ-ს წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ, გადაყვანილია კლინიკაში, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, ოცნების ტიტუშკები "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ.
მარიამის თქმით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს. მას შემდეგ კი, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს.
მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა და თავის არეში.
ეს ჩვენს წარმომადგენლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის, მთელი დღეა, წაგების აგონიაში მყოფი ივანიშვილის ტიტუშკები ფიზიკურად უსწორდებიან "ერთიანობის" წევრებს. ''ქართული ოცნება'' მარცხდება! ძალადობის ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული! მოდი არჩევნებზე და დაასრულე ძალადობა!" - წერს ენმ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024