18/11/2024
22:35
სპორტი
ჩეხეთთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა კომენტარი გააკეთა:
"ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს ასე დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ხვალ სრულიად განსხვავებული სიტუაცია არის, რადგან მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც ჩვენთვის. რა თქმა უნდა, როგორც ვილიმ [სანიოლი] აღნიშნა ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, მათ სახლში თამაში დაეხმარება, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვართ ჩამოსულები და ჩვენს თავზე უნდა გავაკეთო კონცენტრაცია," - აღნიშნა ლოჩოშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინასთან ფრედ 1-1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. სატურნირო ცხრილის ლიდერთან ორთაბრძოლა, როგორც ერთი, ასევე, მეორე გუნდისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამ გუდების თბილისური მატჩი, ქართველი ფეხბურთელების შთამბეჭდავი გამარჯვებით 4-1 დასრულდა და მოახლოებულ დაპირისპირებაში მასპინძლები რევანშის აღებას შეეცდებიან. მითუმეტეს, რომ სასწორზე ჯგუფის პირველის დაკავება დევს.
0
0