27/09/2024
10:36
კონფლიქტები
ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ სიცოცხლე, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა გმირთა მემორიალთან, რომელიც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გვირგვინით შეამკო.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ სიცოცხლე. ამისთვის „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ ერთი სახელი და გვარიც კი არ მიემატოს ამ კედელს”, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალთან.
სოხუმის დაცემიდან დღეს 31 წელი გავიდა.
0
0