10/01/2022
15:16
ეკონომიკა
ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი იყო რთული, ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, მართალია, წლის შედეგები სტატისტიკურად იანვრის მეორე ნახევარში შეჯამდება, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას – გასული წლის ეკონომიკური ზრდა იქნება სულ მცირე 10.7%, თუმცა, შეიძლება ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს.
თურნავას თქმით, ეს არის იმის ძალიან კარგი საწინდარი, რომ 2022 წელი იყოს უფრო მეტად წარმატებული და ქვეყანას მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს.
„მაგალითად, სახელმწიფოს ვალის დონე – შეგვიძლია ეს მაჩვენებელი მთელი 10 პროცენტული პუნქტით შევამციროთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა უკვე ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და რასაკვირველია, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ბიზნესის წახალისებასთან და კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024