30/09/2022
17:43
სამხედრო
‘’ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც უნდა იბრძოლო და არის ჟამი, როდესაც ამ ბრძოლისთვის უნდა მოემზადო...’’
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რადიო ‘’იმედის’’ ეთერში, გადაცემაში ‘’დღის არხი’’;
" ყველაზე მძიმე ვითარება ის არის, რომ სხვის რკინას მაგრად ვეპოტინებით და ჩვენსას ბაჯაღლოს ვერ ვხედავთ. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, საომარი მოქმედებების დროს, 13 თვე და 13 დღის მიდიოდა საბრძოლო მოქმედებები. არც ერთი ძირითადი და მსხვილი შეტაკება წაგებული არ გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, ფაქტობრივი სურათი იმის მივიღეთ, რაც მივიღეთ. თავგანწირვის ელემენტები იყო უდიდესი. არ იყო საინფორმაციო მხარდაჭერა, სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლა, თანადგომა საერთაშორისო თანამეგობრობის, ტყვია-წამალზე აღარ არის საუბარი და საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტებზე. ჩვენ ვიყავით მარტონი, განწირულები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ყოფილიყო თავისუფალი. რეალურად პერსპექტივა არაფერი არ იყო, იყო მხოლოდ ერთი რამ_ ჩვენი სიცოცხლე რაც შეიძლება მძიმედ დაგვესვა ჩვენი მტრისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგია მაშინ (ჩვენთან) გაცილებით მოიკოჭლებდა, ვიდრე დღეს უკრაინაში, მიუხედავად იმ საბრძოლო ელემენტების უზრუნველყოფის სიმწირისა, გათითოკაცებულებმა მაინც რაღაც შედეგი დავდეთ. გაცილებით უფრო ძლიერი შინაგანი ბუნება და თავისუფლებისადმი ლტოლვა გვაქვს. ვინც არ უნდა გვამუნათოს დღეს, რომ თვისუფლებას ჩვენ სიმშვიდეში ვცვლით, არაფერს არა ვცვლით. უბრალოდ არის ჟამი,როდესაც უნდა იბრძოლო და არის ჟამი, როდესაც ამ ბრძოლისთვის უნდა მოემზადო...
გავიხსენებ ერთ ეპიზოდს, აფხაზეთის ომის დროს, გუმისთაზე, უკრაინელი მამა-შვილი იყვნენ მოხალისეებად ჩვენთან. როდესაც ამ კაცს შვილი ომში გარდაეცვალა, დაკრძალვის დღეს, შვილის ცხედართან ასეთი სიტყვები თქვა: ‘’ თუ, ჩვენ, აქ, აფხაზეთში ყველამ ერთად, მთელმა მსოფლიომ არ გავაჩერეთ რუსეთის ამბიცია, მათ წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა დნეპრში თავდაცვის ზღუდეებთან!’’ სამწუხაროდ ასეც მოხდა... "
... დღეს საკმაოდ საინტერესოდ მიდის რეგიონული და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. იმიტომ, რომ დღეს ,კანონმდებლობა გვავალებს ამ ყველაფერს. ახალი კონსტიტუცია არის ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის პრინციპზე აწყობილი. დღეს სინთეზი წავიდა ძალოვან სტრუქტურებს შორის, იმიტომ რომ შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება გაცილებით მაღალ დონეზეა აყვანილი და სახელმწიფოს შეგრძნება, ხიფათებზე ადეკვატური რეაგირებისა, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე იყო. დღეს, რეალურად, ყველას, მათ შორის ჩვენც, ვინც რეზერვში ვართ, გვაქვს განცდა იმის რომ ერთი, ძლიერი პასუხისმგებლობის სეგმენტის ქვეშ უნდა ვიყოთ.
ვინ საუბრობს იმას, რომ ჩვენ თავისუფლებაზე უარს ვიძახით, ვის მოუბრუნდება ენა, რომ ან ჩემზე, ან ჩემ თანამებრძოლებსა და ღირსეულ ქართველებზე თქვას, რომ მე თავისუფლების სანაცვლოდ შემიძლია კომფორტზე ვიფიქრო. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...მაგრამ არა უშავს_ ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ვინც არ უნდა იწიოკოს და იწუწუნოს, ჩვენ არ ვართ გათითოკაცებულები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელნი. შეიძლება,ადამიანმა, თოფის სროლა არ იცოდეს, მაგრამ პურს აცხობდეს კარგად, იყოს კავშირგაბმულობის სპეციალისტი, კარგი ზეინკალი. არ არის ეს ურა-პატრიოტიზმზე აგებული, რომ ყველამ ავტომატი გადაიკიდოს და ირბინოს. ერთ შედეგიან მსროლელს უზრუნველყოფის 14 ელემენტი მაინც უნდა! რომელი მსროლელი განახორციელებს იდეოლოგიურად იმაზე მეტ, ხარისხიან ქმედებას, რასაც თუნდაც უკრაინის და დასავლეთის პროპაგანდა აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ, რეალურად, ვხდებით მსხვერპლნი პროპაგანდისა ცალი მიმართულებით და, ამავე დროს, ვსაუბრობთ და არ გავდივართ თოფის სროლის იქით. მაგრამ თოფის სროლა არის აზრიანი მაშინ, თუ იდეოლოგიურად და აზრობრივადაა ეს გამართლებული. სუნ-ძის აქვს ნათქვამი:’’მთავარსარდალმა, რომელმაც იცის, რა არის ომი, ბრძოლას იგებს მახვილის ქარქაშიდან ამოუღებლად’’. - განაცხადა კობა კობალაძემ
0
0