ჩვენ ვართ იმ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე
25/12/2021
13:09
საზოგადოება
A-
+A
Merck-ის და Pfizer-ის მიერ წარმოებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებმა აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაცია მიიღეს. Pfizer-ის მიერ წარმოებული „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას, თუ პირველივე დღეებში მივცემთ მას პაციენტს, ხოლო Merck-ის პრეპარატი „მოლნუპირავირი“ - 30%-ით, მაგრამ ესეც კარგია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„გარკვეულწილად ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო. ამიტომ თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
0
0
367
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%