06/01/2025
14:34
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი მთავრობა ომში ფულს არ აკეთებდა. მისი თქმით, უკრაინის მთავრობა აგრეთვე დიდი წინააღმდეგობას უწევს იმათ, ვისაც ომში ფულის შოვნა უნდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყანა არათუ არ შოულობს ფულს მიღებული დახმარებისგან, არამედ აქტიურად სჯის მათ, ვისაც ამის გაკეთება სურს.
ზელენსკის თქმით, საერთაშორისო დახმარების უმეტესობა უკრაინას იარაღის, და არა ფულის სახით გადაეცემა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება მკაცრად რეაგირებს მიღებული დახმარების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ნებისმიერ მცდელობაზე.
„იქ, სადაც ჩვენ ვხედავდით რისკებს, რომ ასეთი რამ იარაღთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომხდარიყო, ხელებში ვურტყამდით. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ჩვენ ომში ფულს არ ვაკეთებდით. თუ აღმოვაჩენდით ადამიანს, რომელსაც ამის გაკეთება უნდოდა, ხელებში ვურტყამდით. ამის გაკეთებას ჩვენ გავაგრძელებთ“, - თქვა უკრაინის ლიდერმა.
გარდა ამისა, ზელენსკის განცხადებით, არსებობს უამრავი დეზინფორმაცია, რომელსაც რუსეთიც იტაცებს. „როცა ვინმე ამბობს, რომ უკრაინა სადღაც იარაღს ყიდდა, ხოლო რუსეთი ამ გზავნილს იტაცებდა, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით: „შეხედეთ, ჩვენი სამხედროები თავად დასჯიდნენ ამ ადამიანებს. მაპატიეთ, ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ თავად არ გვყოფნის ფრონტზე შეიარაღება“, - თქვა ზელენსკიმ.
0
0