21/02/2022
22:32
მსოფლიო
„უკრაინა ჩვენთვის უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არაა, ეს არის ჩვენი საკუთარი ისტორიის, კულტურის სულიერის სივრცის განუყოფელი ნაწილი. ისინი არიან ჩვენი ამხანაგები, ახლობლები, რომელთა შორის არა მხოლოდ კოლეგები, მეგობრები, ყოფილი თანამშრომები არიან, არამედ ასევე ნათესავები, ჩვენთან სისხლით და ოჯახით დაკავშირებული ადამიანები. თანამედროვე უკრაინა სრულად არის შექმნილი რუსეთის მიერ, უფრო სწორად ბოლშევიკური, კომუნისტური რუსეთის მიერ. ეს პროცესი დაიწყო პრაქტიკულად 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ამასთან ლენინი და მისი თანაგუნდელები ამას თავად რუსეთის მიმართ საკმაოდ უხეში გზით აკეთებდნენ – მისი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების გამოყოფის სანაცვლოდ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეიძლება, ეწოდოს ლენინის სახელობის ქვეყანა, რადგან ის სწორედ ლენინმა შექმნა.
„ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა სბაჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მალდობელმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. ახლა მადლიერი შთამომავლები ამხობენ ლენინის ძეგლებს, ამას ისინი დეკომუნიზაციას უწოდებენ. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. თუმცა, არ არის საჭირო შუა გზაზე გაჩერება. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენით, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, -აღნიშნა პუტინმა.
0
0