26/10/2024
10:20
არჩევნები 2024
ჩვენ მხოლოდ ვიმარჯვებთ, მარცხი გამორიცხულია, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, მე-16 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მხარი ქვეყნის სტაბილურობას დაუჭირა.
„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს. მოგეხსენებათ, რომ ტარდება როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად ჩვენს რეგიონში ამომრჩეველს უწევს გააკეთოს შესაბამისი არჩევანი და ორი სვეტი გააფერადოს. მე ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება.
ჩვენ მხოლოდ ვიმარჯვებთ მარცხი გამორიცხულია“, - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
0
0