24/02/2022
14:21
კონფლიქტები
,,24 თებერვლის დილით რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ფაშისტური რეჟიმის დასამშვიდებლად სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თანმიმდევრულად, დროდადრო, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკრაინული მხარის დაყოლიებასა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობდა. ამ მცდელობებზე პასუხი უკრაინის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის მუქარა იყო. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოსახლეობის გენოციდი გრძელდება. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები არ შეიძლება, დარჩეს დაუსჯელი.
უკრაინელები აფხაზი ხალხისთვის ძმური ერია, მაგრამ ის მრავალი წელია, ფაშისტური რეჟიმების კონტროლის ქვეშ იმყოფება. რისი შედეგიც სიძულვილია საკუთარი წარსულისადმი, ყველაფრის მიმართ, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს აკავშირებდა. ამის ნათელი მაგალითია ის აქტიური დახმარება, რომელიც უკრაინის ნაციონალისტურმა მოძრაობებმა გაუწიეს ქართულ ჯარებს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ოკუპაციის დროს.
დღეს რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაში ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმსივნური წარმონაქმნის ამოღების ქირურგიულ ოპერაციას ატარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიმსივნე მთელ უკრაინელ ხალხს დაღუპავდა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ქმედებებს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მშვიდობა დადგება და უკრაინის ხალხი მადლიერი ფაშიზმის უღლისაგან გათავისუფლებისთვის რუსეთის მადლიერი დარჩება'' - ამის შესახებ ე.წ აფხაზეთის სახალხო მოძრაობა წერს.
0
0