31/10/2024
10:14
მსოფლიო
ჩვენ ჰასან ნასრალას მიერ შემუშავებული სამხედრო გეგმის განხორციელებას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა, ნაიმ ქასემმა პირველ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„ჩემი სამუშაო პროგრამა ჩვენი ლიდერის, ჰასან ნასრალას მიერ შემუშავებული სამუშაო გეგმის, სამხედრო გეგმის გაგრძელებაა“, - განაცხადა ნაიმ ქასემმა.
სიტყვით გამოსვლისას „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლზე დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ამჯერად ის გადარჩა, შესაძლოა, მისი დრო ჯერ არ დამდგარა“.
„ჩვენ სხვისი სახელით ან სხვისი პროექტისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ლიბანისთვის ვიბრძვით. ირანი ჩვენს პროექტს მხარს უჭერს და ჩვენგან არაფერს ითხოვს“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ ახალმა ლიდერმა.
0
0