11/10/2024
11:37
მსოფლიო
ჩინური „სწრაფი მოდის“ კომპანია Shein-ის მომხმარებელმა გამოწერილი ტანსაცმლის ამანათში ცოცხალი მორიელი აღმოაჩინა.
"თავდაპირველად, სათამაშო მეგონა და, როცა ის ამოძრავდა, შოკისმომგვრელი იყო. საბედნიეროდ, მორიელს არ უკბენია. ზოოლოგებმა, ქვეწარმავლის შესწავლის მიზნით, მორიელი პლასტმასის კონტეინერში მოათავსეს", - განუცხადა BBC-ს ბრისტოლის უნივერსიტეტის სტუდენტმა სოფია ალონსო-მოსინჯერმა.
ქვეწარმავლების კვლევის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელმა კრის ნიუმენმა განაცხადა, რომ ამანათებში მორიელის აღმოჩენის შესახებ ცნობები ხშირია.
”მორიელის ამ სახეობის სამეცნიერო სახელწოდებაა Olivierus martensii, რომელიც ჩინური მორიელის - ბუთიდის ოჯახს - ეკუთვნის. მედიკოსები თვლიან, რომ მისი ნაკბენი სიცოცხლისთვის საშიშია. შემაშფოთებელია - ერთი თვის განმავლობაში, ამანათში მორიელი მეორედ აღმოჩნდა”, - თქვა ნიუმენმა.
0
0