01/12/2021
18:38
სხვადასხვა
ასეთი მნიშვნელივანი, საპატიო და საპასუხისმგებლო სტატუსის უმთავრეს მარკერს ამ კოლოსალური სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობა და აქტივობა წარმოადგენს. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა არა მხოლოდ შეძლო სხვა ზესახელმწიფოთა გავლენის ტრადიციულ სფეროებში შეღწევა, არამედ ფინანსური ბერკეტების გამოყენების გზით, არსებითად შეცვალა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ლანდშაფტი. ამ საკითხს ეძღვნება წინამდებარე პუბლიკაციაც, რომელსაც ,,ჩინური საფრთხე,, აქვეყნებს.
ბარბადოსში სამშაბათის გათენებასთან ერთად, კარიბის აუზში ბრიტანული გავლენა კიდევ ერთი ნაბიჯით შემცირდა. საქმე ისაა, რომ ბარბადოსი რესპუბლიკად გამოცხადდა, რითაც წერტილი დაესვა ამ ქვეყნის 400 წლოვან ერთგულებას ბრიტანული გვირგვინისადმი. ბარბადოსი, ბრიტანული თანამეგობრობის წევრი ათეულობით სხვა სახელმწიფოს მსგავსად განუდგა გვირგვინს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გადაეჯაჭვა მეორე საერთაშორისო პარტნიორს-ჩინეთს! მართალია ბრიტანეთს ყავს დედოფალი, მაგრამ სანაცვლოდ, ჩინეთს აქვს დიდძალი ნაღდი ფული. ბოლო დროის მანძილზე, ჩინეთმა, ბარბადოსის ეკნომიკაში 500მილიონი ფუნტი ჩადო, რაც ბარბადოსის მთლიანი შიდა პროდუქტის მეცხრედ ნაწილს წარმოადგენს.
გზები,კომუნიკაციები, სახლები თუ სასტუმროები არა ბრიტანული სტერლინგებით ან დოლარებით აშენდა, არამედ ჩინური იუანებით. 2005წლიდან დღემდე, ჩინეთმა , ბრიტანული თანამეგორობის 42 ქვეყანაში ჯამურად მოახდინა კოლოსალური თანხის, 685 მილიარდი ფუნტის ინვესტირება. ჩინეთის მეთაურმა, სი ძინ პინმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ სურს ახალი შესაძლებლობები შექმნას, რათა მსოფლიომ საკუთარი სარგებელი ნახოს ჩინეთის განვითარებიდან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ეს ჩინეთზე სხვა ქვეყნების დამოკიდებულების ზრდას ნიშნავს, რაშიც მან შესაშურ წარმატებებს მიაღწია. ჩინეთის სახახო რესპუბლიკის ამგვარმა ეკონომიკურმა აქტივობამ შედეგად ის მოიტანა, რომ გაეროში, ჰონგკონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დრაკონული კანონის წარდგენისას 53 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ მხარდამჭერთა რიცხვში ბრიტანეთის თანამეგობრობის ორი მოქმედი წევრი-პაპუა ახალი გვინეა და ანტიგუა და ბარბუდაც აღმოჩნდნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ ორივე ქვეყანას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი ოდენობის ჩინური ინვესტიციები. პაპუა ახალმა გვინეამ მიიღო 5,3 მილიარდი ფუნტი ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 21% ხოლო ანტიგუა და ბარბუდამ 1 მილიარდი ფუნტირაც მისი ერთიანი შიდა პროდუქტის 60%-ს შეადგენს. თავმჯდომარე სი-ს პოლიტიკა ჩინეთის გიგანტური ფულადი რეზერვების მეშვეობით,ნედლეულის შთანთქმის,პოლიტიკური კავშირების ფორმირებისა და მსოფლიო ფაჭრობაში დომინირებისკენაა მიმართული.
მასალა მომზადდა ,,ჩინური საფრთხის,, პუბლიკაციის მიხედვით.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024