ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა
13/10/2021
12:53
მსოფლიო
A-
+A
ჩრდილოეთ ჩინეთის შანსის პროვინციაში წყალდიდობამ 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას AP ავრცელებს.
14 ადამიანი ავტობუსის მდინარეში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა ორშაბათს, წყალდიდობის დროს მოხდა. მანამდე 15 ადამიანი შანსიში დაიღუპა.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ პეკინის მახლობლად მდებარე ორ პროვინციაში სახლები და მოსავალი გაანადგურა. პირდაპირი ეკონომიკური ზიანი 5 მილიარდ იუანს (770 მილიონ აშშ დოლარს) აღემატება.
შანსის პროვინციაში, სტიქიის შედეგად ათასობით სახლი დაინგრა, 190 ათასი ჰექტარი მოსავალი დაზიანდა.
ჩრდილოეთ ჩინეთის შანსის პროვინციაში წვიმა გასული კვირიდან გრძელდება, რამაც რეგიონის 1.76 მილიონი მოსახლეობის ევაკუაცია გამოიწვია.
წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 17 000 სახლი დაინგრა.
0
0
427
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%