06/09/2022
18:38
მედიცინა
ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა სადაც მსოფლიოში პირველი შესასუნთქი ვაქცინა დაამტკიცეს, იუწყება მწარმოებელი “CanSino Biologics Inc”. ახალი უნემსო ვაქცინა ინექციური ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის კორონავირუსისგან თავდაცვის უფრო მიმზიდველი ალტერნატივაა. ამასთან ერთად, ადამიანს თვითონვე შეეძლება შესასუნთქი ვაქცინის ადმინისტრირება, რამაც ჯანდაცვის რესურსებზე მოთხოვნა უნდა შეამსუბუქოს.
ჩინეთის ეროვნულმა სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ CanSino-ს Ad5-nCov ვაქცინა სასწრაფო გამოყენების ბუსტერ ვაქცინად მიიღო, განმარტა კომპანიამ "Hong Kong Stock Exchange"-თან განცხადებაში.
კონვიდეციის აირი, ანუ ვაქცინის თხევადი ვარიანტი აეროზოლად ნებულაიზერის (ხელსაწყო რომელიც სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების მისაწოდებლად, თხევად მედიკამენტს აირადად გარდაქმნის) გამოყენებით იქცევა. ნებულაიზერის მოწყობილობის დახმარებით, ვაქცინა პირიდან შეისუნთქება. CanSino-ს განცხადებით "ვაქცინა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ იმუნურ თავდაცვით მექანიზმს ერთი შესუნთქვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი შესუნთქვის შემდეგ ააქტიურებს."
SARS-CoV-2-მ კლინიკური ცდების ჩატარების უფლება ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში მიიღო. “The Lancet”-ში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, კონციდეციის აირს "ძლიერი ჰუმორალური, უჯრედული, და ლორწოვანი იმუნიტეტის განვითარება შეუძლია რათა სამმაგ დაცვას მიაღწიოს."
კომპანიამ განცხადება კვირას გააკეთა. ორშაბათს დილამდე CanSino-ს აქციის ფასი 14.5%-ით გაიზარდა.
ივლისში ჩინელმა მეცნიერებმა კვლევა გამოსცეს სადაც იუწყებოდნენ, რომ პაციენტებმა რომლებმაც სინოვაკით ორჯერადი ვაცქინაციის შემდეგ ერთი CanSino-ს შესასუნთქი ვაქცინა მიიღეს უფრო მეტი ანტისხეული გამოიმუშავეს, ვიდრე პაციენტებმა რომლებიც სინოვაკით სამჯერ აიცრნენ. შესასუნთქი ვაქცინის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ, პაციენტების 92.5% ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები განევითარებინათ.
რაც შეხება სამჯერადი სინოვაკით ვაქცინირებულ პაციენტებს არც ოთხი თვის შემდეგ და არც ექვსი თვის შემდეგ ომიკრონის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ.
CanSino-ს ახალი ვაქცინა ერთდოზიანი ადენოვირუსის ვაქცინის შესასუნთქი ვარიანტია, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 2020 წელს ჩინეთის სამხედრო სამედიცინო მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ვაქცინა ინფექციის არიდებაში 66%-ით, ხოლო მდგომარეობის გართულების შეჩერებაში 92%-ით წარმატებული იყო. ვაქცინა ჩინეთში, უნგრეთში, მექსიკაში, და მალაიზიაში გაიტანეს. ჩინურმა მთავრობამ და ჯანმომ მისი ბუსტერად და პირველად ვაქცინად გამოყენების რეკომენდაციები გასცეს.
ეფექტური ვაქცინის შესასუნთქი ვარიანტი საკმაოდ პერსპექტიული ინოვაცია ჩანს.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0