03/10/2022
18:01
მსოფლიო
ჩეხეთის ხელისუფლებამ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩეხეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღაში შეშფოთებული არიან რუსეთში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია.
ასევე, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.
„რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩეხეთი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ჩეხეთის საელჩო მოსკოვში შესაძლოა, მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდეს.
მანამდე, რუსეთის დატოვებისკენ მოქალაქეებს მოუწოდა აშშ-მა, პოლონეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა.
0
0