22/09/2021
14:57
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი აცხადებს, რომ სოფელ განთიადში ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ მის შვილს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„გადმოვიდნენ აგრესიაზე, შეურაცხყოფაზე, თქვენი ადგილი აქ არ არისო. იქ იმყოფებოდა ჩემი შვილიც, რომელსაც აქვს ფსიქიკური აშლილობა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც იწვა. ეს ცნობილი იყო მათთვისაც და ისარგებლეს ამით, რომ გაეღიზიანებინათ. ლამის მეც დამღუპეს და ლამის საკუთარი თავებიც დაღუპეს“, – აცხადებს მიხეილ დაუთაშვილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.
დმანისში მომხდარ დაპირისპირებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.
0
0