25/03/2023
22:33
მედიცინა
“თვეში ერთხელ ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აუქციონის სახით. იქ ყველა კომპანია აფიქსირებს ფასებს”, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ყველა კომპანიამ ყველა მედიკამენტზე ერთი და იგივე ფასი დააწესა. მინდა იმ სპეკულაციასაც ვუპასუხო, რომ შეუძლებელია ერთი და იგივე მედიკამენტზე 4 და 5 კომპანიას, როცა ათობით მედიკამენტია, ზუსტად ლარის სიზუსტით განესაზღვრა ფასი, თუ ეს არ იყო წინასწარი შეთანხმება. სწორედ აქედან გამომდინარე, უკვე მეორედ ვაცნობეთ კონკურენციის სააგენტოს. ამასთან, ჩვენ დავიწყეთ საკანონმდებლო პაკეტის მომზადება, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო აქტიურად იყოს რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში სახელმწიფო ჩართული და ამ ცვლილებებით სამინისტროს, როგორც რეგულატორს, ვუძლიერებთ როლს. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენი პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი გვაქვს - 25 000 ლარი. ჩემი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ და რა მედიკამენტები და ოპერაციები სჭირდებათ, სრულად დავუფინანსოთ, ლიმიტის გარეშე “, - განაცხადა აზარაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024