19/11/2024
22:43
საზოგადოება
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მონიტორს დაამონტაჟებენ, სადაც საქართველო-ჩეხეთის მატჩს უჩვენებენ.
როგორც ვაშაძემ შეკრებილებს განუცხადა, ეროვნულ ნაკრებს ერთად უგულშემატკივრებენ.
ამ დროისთვის, აქცია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარეობს, სადაც პროტესტის მონაწილეებს ორი კარავი აქვთ გაშლილი. როგორც ლიდერებმა განაცხადეს, აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და პროტესტი არ შეწყდება.
2 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, 19 ნოემბრის დილით, სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მყოფი მომიტინგეები ტერიტორიიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებს მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირი. ამასთან, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. უკვე საღამოს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ პროტესტის თავდაპირველ ლოკაციაზე - ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024