12/11/2021
09:59
სხვადასხვა
პრეზიდენტთან საუბრის შესახებ კიკაბიძემ ჟურნალისტ დმიტრი გორდონს მოუყვა.
ინტერვიუს მიხედვით, ზელენსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე.
“მე ზელენსკის დიდი ხანია, ვიცნობ, ეს ორი ახლო მეგობრის ლაპარაკი იყო.
მე ვუთხარი: თუ გიყვართ ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოდით საქართველოში. მე წაგიყვანთ ქალაქებსა და სოფლებში და მოგიყვებით, რომ სცემენ ადამიანებს, რომლებსაც ევროპაში უნდათ, სცემენ მათ, ვინც ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს. თვალის გარეშე დატოვეს რამდენიმე ადამიანი. 21 ივნისს პოლიციელები მოქალაქეებს, ხელისუფლების ბრძანებით, პირდაპირ სახეში ესროდნენ. ისევე, როგორც ივლისში ჟურნალისტებს სცემეს… მოკლედ, დიდხანს ვილაპარაკეთ.
ვუთხარი, რომ ახლა სპეციალურად ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, რომ როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს. იმიტომ, რომ რჩება განცხადა, რომ მათ არ სურთ, ის იქიდან ცოცხალი გამოვიდეს“. – თქვა გორდონთან ვახტანგ კიკაბიძემ.
კითხვაზე, რა უპასუხა მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიკაბიძემ უპასუხა, რომ ის დღეს სატელეფონო ზარებს განახორციელებს სააკაშვილის თემაზე სასაუბროდ.
“მე ვუთხარი, ვიცი, რომ ამისთვის საჭიროა დრო, მაგრამ მეშინია, რომ იქამდე სააკაშვილი ვერ იცოცხლებს. საჭიროა ისე მოხდეს, რომ ის ნორმალურ კლინიკაში გადაიყვანონ. შემდეგ კი… როცა მას დაიბრუნებთ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის, მასთან თავად გაარკვევთ, უნდა დარჩეს აქ თუ არა. ეს თქვენი საქმეა. მე ვნერვიულობ, რომ არ მოკვდეს“. – თქვა მან.
უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს პირადად სურდა, ინტერვიუ აეღო მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა, ის საქართველოში არ შემოუშვეს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024