23/11/2022
16:11
მედიცინა
ჩიკაგოში, რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში წარმოებული კვლევის თანახმად, ადამიანებმა, რომლებიც ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთერებას, ფლავონოლს, იღებენ, შესაძლებელია მეხსიერების დაქვეითება შედარებით ნელა განიცადონ.
ფლავონოლები ფლავონაიდური შენაერთების ქვეჯგუფს წარმოადგენენ და ბუნებრივი ნივთიერებები არიან. ფლავონოლები გვხვდება ხილ-ბოსტნეულში, ბურღულეულში, ჩაისა და ღვინოში. ფლავონოლებს თავიანთი ჯანმრთელობის სარგებლიანობისთვის იცნობენ, ვინაიდან მათ გამოიყენებენ ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ, თერაპიულ და კვეთი სამკურნალო საშუალებებში.
კვლევის მოკლე მიმოხილვა
პრეს რილიზის მიხედვით, კვლევაში მონაწილეობა 961 ადამიანმა მიიღო, ვისი საშუალო ასაკი 81 წელი იყო. მონაწილეებს დაევალათ კითხვარის შევსება იმაზე თუ რა სიხშირით იღებდნენ კონკრეტულ საკვებს. ეს კვლევა დაახლოებით 7 წელი გაგრძელდა. კვლევის მანძილზე, მონაწილეებს კოგნიტური და მეხსიერების ტესტირება წლიურად უტარდებოდათ, რომელიც სიტყვების სიის დამახსოვრებას და აღდგენას, რიცხვების გახსენებას და მათი სწორი თანმიმდევრობით დალაგებას მოიცავდა. მონაწილეებს დაუსვეს კითხვები თავიანთი განათლების დონის და ვარჯიშის სიხშირის თაობაზე და ჰკითხეს რა სიხშირით აკეთებდნენ გონებრივად მასტიმულირებელ აქტივობებს (კითხვით, თამაშებით).
შემდეგ მონაწილეები ხუთ თანაბარ გუნდად დაყვეს, ფლავონოლის რაოდენობით თავიანთ რაციონში.
კვლევის მონაწილეები დღეში საშუალოდ 10 მგ ფლავონოლს იღებდნენ, ამერიკელი ზრდასრულების საშუალო 16-20 მგ-თან შედარებით. მონაწილეთა ჯგუფი ყველაზე მაღალი ფლავონოლის დღიური დოზით დღეში 15 მგ იღებდა, ხოლო ყველაზე დაბალი დოზის მიმღები ჯგუფი - მხოლოდ 5 მგ.
მკვლევრებმა “გლობალური კოგნიტური ქულათა” შკალა შეიმუშავეს, რომელიც 19 ტიპის კოგნიტურ ტესტს, რომლებსაც იყენებდნენ, კუმულატიურად აფასებდა. ეს სკალა გონებრივი დაქვეითების ტემპის განსასაზღვრად გამოიყენეს. ადამიანი მინიმალური დაქვეითებით შეფასდებოდა 0.5 ქულით. ადამიანი სუსტი (ზომიერი) გონებრივი დაქვეითებით შეფასდებოდა 0.2 ქულით. საბოლოოდ, ადამიანი ალცჰაიმერის დაავადებით, ანუ გონებრივი დაქვეითების უმძიმეს შემთხვევაში, შეფასდებოდა -0.5 ქულით.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ფლავონოლის ყველაზე დიდი რაოდენობით მიმღები მონაწილეთა ჯგუფი ყოველ ათწლეულში 0.4-ით მცირე გონებრიდ დაქვეითებას ავლენდა იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც ფლავონოლის მინიმალურ დოზას იღებდა. ეს დასკვნა ხელისშემშლელი ფაქტორების - სქესის, ასაკისა და მწეველობის - გათვალისწინებით იქნა მიღწეული.
მედიცინის დოქტორი თომას მ. ჰოლანდის თქმით, ეს სავარაუდოდ ფლავანოლების ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების დამსახურებაა.
კავშირი ფლავონოლის მაღალ დოზასა და ნელ გონებრივ დაქვეითებას შორის
ფლავონოლი ოთხ ნაწილად შეიძლება დავყოთ - კემფეროლი, ქერცეტინი, მირეციტინი და იზორჰამნეტინი. მკვლევრებმა გამოარჩიეს საკვები, რომლების ამ ოთხი ნაერთის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ.
- კემფეროლი: ხუჭუჭა კომბოსტო (ქეილი), ლობიო, ისპანახი, ბროკოლი
- ქერცეტინი: პამიდორი, ხუჭუჭა კომბოსტო, ვაშლი, ჩაი
- მირეციტინი: ჩაი, ღვინო, ხუჭუჭა კომბოსტო, ფორთოხალი, პომიდორი
- იზორჰამნეტინი: მსხალი, ზეითუნის ზეთი, ღვინო, პამიდორი
“ისეთი მარტივი რამით, როგორიცაა მეტი ხილ-ბოსტნეულის მირთმევა და ჩაის სმა, ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ გონებრივ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე იზრუნონ,” - თქვა კვლების ავტორმა ჰოლანდმა.
კვლევა ჟურნალ “Neurology”-ში გამოქვეყნდა.
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0