28/07/2024
20:10
სამართალი
ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. საუბარია ცაგერში, 27 ივლისს მომხდარ დანაშაულზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახაშში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ნაჯახის გამოყენებით ყელის არეში დაზიანება მიაყენა ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა." ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0