14/08/2024
11:43
სპორტი
ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა საწყისი ორი ტურის საუკეთესო ხუთი გოლი დაასახელა და პირველი ტურის რჩეულებს შორის ბუდუ ზივზივაძის ორი გასროლა მოხვდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუნდესლიგა 2-ის პირველი ტურის მთავარი გმირი იყო: „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჩაერთო.
ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე შესრულებული ჰეთთრიქით „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა. ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის კლუბში, მეორე სეზონია, თამაშობს, მაგრამ ჰეთთრიქი პირველად შეასრულა. ხუთეულში მის მიერ გატანილი პირველი და მეორე გოლები მოხვდა.
ქართველ თავდამსხმელს კარგი თამაში დაუფასდა და მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს ანალიტიკურმა ვებგვერდებმა, Sofascore-მ და Whoscored-მ, ასევე გამოცემა „კიკერმა“ და ტურნირის სპონსორის, BBBank-ის ვებგვერდმა.
0
0