15/12/2024
14:02
სპორტი
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშია, – ასეთია ანალიტიკური პორტალის, Whoscored-ის შეფასება.
„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი სიმბოლურ გუნდში 7.5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7.6 ქულა.
ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და „კარლსრუეს“ „რეგენსბურგთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:2. ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. ასევე, პენალტი მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა. მას Whoscored-მა 8.5 ქულა დაუწერა.
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერიცაა. ქართველმა თავდამსხმელმა უკვე 11 გოლი გაიტანა და კარიერაში საუეკთესო სეზონს ატარებს.
0
0