ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ „რეფერენდუმის“ შემდეგ სანქციები გააფართოვა
26/09/2022
20:41
მსოფლიო
A-
+A
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფიქტიური რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სიაში 92 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა.
კერძოდ, რუსეთის ფედერაციის 33 მოქალაქის მიმართ სანქციები დაწესდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შესახებ ყალბი რეფერენდუმის ჩატარების გამო.
სანქციები ასევე გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე.
„სოვკომბანკის“ 10 თანამშრომელი, „სბერბანკის“ 16 თანამშრომელი, ასევე უკრაინის რეგიონების „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები“, სადაც „რეფერენდუმი“ იმართება“, დაექვემდებარა სანქციებს.
0
0
299
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%