06/07/2022
11:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნადჰიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლი დანიშნა. საკადრო გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გუშინ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მინისტრების გადადგომა სექსუალურ სკანდალს უკავშირდება, რომლის გამოც, ბრიტანეთის პრემიერმა ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტში დეპუტატებს უნდა შეხვდეს. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრა დაძაბული იქნება, რადგან დეპუტატების უმრავლესობა არსებულ პოლიტიკურ სკანდალში პრემიერის როლით უკმაყოფილოა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, თუ მინისტრთა კაბინეტიდან სხვა მინისტრებმაც დატოვეს თანამდებობები, ბორის ჯონსონს პრემიერის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ქვეყნის პრემიერს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა, რომელიც ბრიტანული მედიის ვერსიით, პარტიის ლიდერად განიხილება.
0
0