06/09/2024
21:04
სპორტი
ქართველმა პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2) პარალიმპიადაზე მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, პარიზის პარალიმპიადაზე ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ყაზახი აიალა მერეკე დაამარცხა და პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ინა ქალდანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა, ნახევარფინალი კი ჩინელიუე ვანგთან დათმო.
ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.
0
0