02/12/2021
15:42
პოლიტიკა
მისი თქმით, პროკურორები ეწეოდნენ პროპაგანდას და დესტრუქციას, ამასთანავე, უფლებადამცველის თქმით, ნათელი გახდა, რომ პროკურატურა ამ საქმეში წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“.
„დღევანდელ პროცესზე იყო მასმედიის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენელი. დღევანდელი პროცესის მერე ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, პროკურატურა ამ საქმეში წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვამ წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ელემენტარული ბოტოქსი, ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე, სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ გვქონია. ყველა ის ხარჯი, რომელზეც ამ დრომდე ბრალდების მხარე ცდილობდა რომ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარა, დღეს მოხდა ამის ლუსტრაცია და ნათელი გახდა, რომ არავითარ კომფორტსა და ფუფუნებას ადგილი არ ჰქონია, ყველა ხარჯი გაიწეოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024