ბორის ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური მონაწილეა, მაგრამ ეს მარათონი არავის მიიყვანს ოლიმპოსთან - დიმიტრი პესკოვი
24/03/2022
19:40
მსოფლიო
A-
+A
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური მონაწილეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მარათონის მონაწილეები საერთაშორისო პოლიტიკურ ჩიხამდე მივლენ.
„ვხედავთ, რომ ბატონი ჯონსონი ანტირუსული მარათონის ყველაზე აქტიური წევრია, მაგრამ ეს მარათონი არავის მიიყვანს ოლიმპოსთან. ამ მარათონის მონაწილეები საერთაშორისო პოლიტიკურ ჩიხამდე მივლენ“, – განცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა დღეს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა.
0
0
351
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%