12/09/2023
22:41
სპორტი
ბორდოში, ქალაქის ცენტრში, რაგბის მსოფლიო თასზე ჩასული ირლანდიელი გულშემატკივარი სამმა კაცმა გააუპატიურა, - ამის შესახებ ფრანგული და ირლანდიური მედიასაშუალებები იუწყებიან.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში, კვირიდან ორშაბათის ღამით, რაგბის მსოფლიო თასზე ირლანდიის გუნდის საგულშემატკივროდ მყოფი 37 წლის ირლანდიელი გააუპატიურეს.
ფრანგული პრესის ინფორმაციის თანახმად, ქალი კვირიდან ორშაბათის ღამით, უელსი-ფიჯის თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაიტაცა სამმა მამაკაცმა.
irishtimes-ის ცნობით, ქალი შაბათიდან კვირის ღამით, ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს და იქვე ახლოს, იმ სახლთან ახლოს გააუპატიურეს, რომელიც მას ჰქონდა ნაქირავები.
ქალმა პოლიციაში დაწერილი განცხადებაში აღნიშნა, რომ მამაკაცებმა, მას შემდეგ რაც იგი გააუპატიურეს, შემთხვევის ადგილი ფეხით დატოვეს. ქალის თქმით, იგი ქუჩაზე მიგდებული ნახეს და სახლამდე მიიყვანეს უელსელმა გულშემატკივრებმა, შემდეგ კი მეზობლები პოლიციას დაუკავშირდნენ და დახმარების აღმოჩენის და გამოკვლევის მიზნით ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
independent-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, ქალს და მთლიანად ირლანდიელ გულშემატკივრებს თანაუგრძნო დუბლინში ვიზიტით მყოფმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა პლენკოვიჩმა.
უელსის და ფიჯის გუნდების შეხვედრამდე, ბორდოში, შაბათს ირლანდიასა და რუმინეთს შორის მატჩი შედგა. ბორდოს ცენტრი, სადაც უამრავი ბარი და რესტორანია და ადვილი მისადგომია ტრამვაით და ავტობუსით, მსოფლიო თასზე ჩასული ათასობით ირლანდიელი, რუმინელი, ინგლისელი და უელსელი გულშემატკივარს იზიდავს.
წყარო: „აიპრესი"
0
0