04/12/2023
18:18
ეკონომიკა
ბოლო 1 წელიწადში უძრავი ქონება საქართველოში რუსეთის 14 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ეს მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.
ამასთან, როგორც სააგენტოს მიერ დეპუტატისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკევა, საანგარიშო პერიოდში რუსეთის 3 497 მოქალაქემ საკუთრებაში დასაკუთრა მიწის ნაკვეთები, ხოლო 11 208-მა - ბინა.
ჯამში, 14 705 მესაკუთრეზეა საუბარი. თუმცა, შესაძლოა ეს ზუსტი მაჩვენებელი არ იყოს, რადგან რეესტრის მიერ პარლამენტის წევრისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს რუსეთის ფედერაციის ერთი და იმავე მოქალაქის მიერ განსხვავებულ სარეგისტრაციო ზონასა და პერიოდში დარეგისტრირებულ საკუთრების უფლებასაც.
0
0