ბოლო სამ თვეში საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
27/12/2021
13:33
ეკონომიკა
A-
+A
ბოლო სამ თვეში საქართველოდან 16.4 მლნ აშშ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს განცხადებით, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 33.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 16.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 677 ტონა), სომხეთში (6 086 ტონა), უკრაინაში (3 582 ტონა), მოლდოვაში (463 ტონა), ყაზახეთში (301 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (104 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა).
0
0
450
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%