08/07/2022
20:31
მსოფლიო
ევროკომისიამ დეფოლტის შიშით უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის სესხი დაუბლოკა - ამის შესახებ „ბლუმბერგი” ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, მათი ვინაობის დასახელების გარეშე იტყობინება.
„ბლუმბერგის” თქმით, საუბარია ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხზე. ამ ბანკის მიერ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაცემულ სესხებზე ევროკომისია რეზერვის სახით მთლიანი დაფინანსების ~9%-ის თავის თავზე იღებს და გარანტორის როლში გამოდის, ამჯერად კი ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტს სურს, რომ რეზერვები ჯამური დაფინანსების 70%-ით იყოს უზრუნვეყოფილი.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ უკრაინის მხრიდან დეფოლტის შემთხვევაში შესაძლებელია ზიანის დაფარვა.
ამ დროისთვის ევროკომისია ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. კერძოდ, მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ან EIB-მა გაიზიარონ ამ სესხებთან დაკავშირებული ზოგიერთი დამატებითი რისკი.
Bloomberg-მა შეადგინა იმ ქვეყნების რეიტინგი, რომლებიც შესაძლოა სუვერენული დეფოლტის წინაშე აღმოჩნდნენ. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან სალვადორი, განა, ტუნისი, პაკისტანი და ეგვიპტე. უკრაინა რეიტინგში მერვე ადგილზეა.
ყველაზე ადრე გაკოტრდა შრი-ლანკა. მან ფულის უქონლობის გამოობლიგაციების მფლობელებს გადახდები შეუწყვიტა. ივნისში მკაცრი ეკონომიკური სანქციების შედეგად რუსეთმა განიცადა დეფოლტი
0
0