08/12/2021
13:45
საზოგადოება
როგორც ქართველიშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული ამ ანგარიშით სურთ გადაფარონ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები, რომელსაც ერთ-ერთ ბრალად სახელმწიფოს თანხების გაფლანგვა ედება.
„არის ერთი ცნობილი გამონათქვამი - ინგლისელი ისე მიდის, რომ არ გემშვიდობებათ. რუსი გემშვიდობებათ - მაგრამ არ მიდის. ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ ყველას დაგვემშვიდობა კიდეც. ამ კონფიგურაციაში „რუსივით“ ვინ იქცევა - ადვილად ამოსაცნობია. საპატიმროშიც კი გვეპრეზიდენტება, თავის „ფროილინებს“ ბრძანებებით მუხტავს და ყოველდღიური თათბირების ჩატარების შეუძლებლობას ასაჩივრებს. ამას წინათ, უწყინარ კითხვაზე პასუხის მისაღებად - რა აზრისა არიან, სააკაშვილის მხრიდან საკუთარი შვილის სწავლების საფასურის ბიუჯეტიდან დაფარვის თაობაზე - ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობდნენ უკრაინის მოქალაქის არასამთავრობო ჯიბის ორგანიზაციების წარმომადგენლები. გაირკვა ამის მიზეზი - პოლიტიკიდან ერთი წლის წინ წასული ბიძინა ივანიშვილის ჯიბეებში აფათურებდნენ თავის ხელებს.
„ბიძინა ივანიშვილის გავლენა ქვეყნის მთავრობასა და საჯარო დაწესებულებებზე უნდა შეფასდეს როგორც სახელმწიფოს მიტაცება“- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს თავისი ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ბიზნესმენ ივანიშვილის ფინანსურ და კომერციულ საქმიანობაზე თავისი ყურადღების გამახვილებით, სურთ გადაფარონ მათი მამა/მარჩენალისთვის მტკივნეული თემები. თუ ვინმეს დაეჯერება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი შვილების კეთილდღეობა დააფინანსა, რომ საკუთარი ნათესავების და ახლობლების ტურისტულ ტურებს საპენსიო ფონდიდან ფარავდა და მსჯავრდებულთა ოჯახებს საკუთარი ინტერესებიდან აიძულებდა უკანასკნელი ქონების გაყიდვას - მაშინ ეს ანგარიში სამაგიდო წიგნად იქცევა თქვენთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0