14/02/2023
11:44
მედიცინა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, ჩვენთან „ბივალენტური“ ვაქცინები ჯერ არ არის, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არის რეალური მოლოდინი, რომ ეს ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვიდეს. თუ მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის იქნება ახალი თაობის ვაქცინები რეკომენდებული და ხელმისაწვდომი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC მუშაობენ და მოსახლეობა დროულად იქნება ინფორმირებული.
სტანდარტული ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით საიმედოდ იცავენ ადამიანს „დელტა“ შტამისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად „ომიკრონისგან". რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. ბივალენტურ ვაქცინებს, ისინი საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა" შტამისგან, ისე "ომიკრონის" უმეტესი სუბვარიანტებისგან (BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.). რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“, - განაცხადა ცერცვაძემ.
0
0