07/08/2023
21:09
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ე.წ. საქალაქო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს აპარტამენტების შესახებ. შესაბამისი ცნობები Telegram-ის აფხაზურ არხებზე ვრცელდება.
"ჩვენ, ბიჭვინთის საქალაქო საბჭომ, მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლიდარობა გულრიფშის რაიონის საბჭოს აპარტამენტების შესახებ კანონპროექტზე უარის თქმასთან დაკავშირებით". - წერია დოკუმენტში.
ბიჭვინთის ე.წ. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებამდე კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვეს გულრიფშის დე ფაქტო რაიონული საბჭოს წარმომადგენლებმა.
"გაკვირდებით და ვხედავთ, ხალხის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ აპარტამენტების კანონიერად ცნობის შესახებ კანონპროექტს. ვთვლით, რომ კანონპროექტი საფრთხის შემცველია და არ ემსახურება ხალხის ინტერესებს". - წერია განცხადებაში.
აპარტამენტებისა და ჰოსტელების შესახებ კანონპროექტის მიღების ინიციატივით მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გამოვიდა. ინიციატივის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ საუბარი ფარული ფორმით უძრავი ქონების გაყიდვაზე.
მათივე თქმით, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი ჩაასახლონ.
0
0