ბერშუეთში წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდიან
22/10/2021
17:43
რეგიონები
A-
+A
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.
გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას’ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % - ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით, ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტრო ენერგიის გადაუხდელობის გამო, შუწყდათ. 230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტრო ენერგიის დავალიანებამ, 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა.
სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.
0
0
377
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%