21/08/2024
13:24
სპორტი
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში ახალგაზრდებს შორის ბექა ბოგვერაძე მსოფლიო ჩემპიონია.
მოლდოვიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ სპორტსმენს, მეგობრებთან, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი დახვდა და პირადად მიულოცა ახალგაზრდა სპორტსმენს ჩემპიონობა.
მსოფლიო ჩემპიონატს მოლდოვა, ქალაქი კიშინიოვი მასპინძლობდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ბოგვერაძემ ( ორივე მკლავში) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
"ამაყი ვარ ბექას წარმატებით. ის ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენია, რომელიც მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას. მომავალი თაობისთვის კი ბექა ბოგვერაძე არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება საკუთარი შრომით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვო", - აცხადებს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.
0
0