18/09/2023
18:53
ეკონომიკა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩის 62 ნომერში, ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას ლიბერთის მენეჯმენტის წარმომადგენლები, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია და აჭარის რეგიონალური დირექტორი არჩილ ჯანყარაშვილი დაესწრნენ.
ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხვნილებებს. ამჟამად აჭარის რეგიონში დასაქმებულია 318 თანამშრომელი. ფუნქციონირებს 15 ფილიალი, 6 საზოგადოებრივი ცენტრი, 4 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 7 ლიბერთი ექსპრესი. განახლებულ ფილიალში 30 თანამშრომელი დასაქმდა.
,,ლიბერთი აგრძელებს ფილიალების ქსელის განვითარებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას რეგიონებში. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ვიმედოვნებთ, ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ რეგიონებში მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვისა და განვითარების პროცესს.“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
0
0