ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე დასაქმებულმა თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა - მდგომარეობა მძიმეა
09/08/2024
09:12
სამართალი
A-
+A
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თავდაცვის დროს, თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა.
მედიის ცნობით, კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა.
როგორც გამოცემა წერს, ბენზინგასამართზე თავდამსხმელს თან სათამაშო, საბავშვო იარაღი ჰქონდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
0
0
225
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%