26/10/2024
17:56
არჩევნები 2024
ოლქის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო სუბიექტების ბრალდებები სხვადასხვა ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ზვიად სურმანიძის განმარტებით, ამომრჩეველთა მობილიზაცია ან სხვა ტიპის ზემოქმედება უშუალოდ უბნებზე არ დაფიქსირებულა.
მისივე განმარტებით, ასევე გამორიცხულია უბნებზე მარკირებული პირების დაშვება, რადგან მათი ვერიფიკაცია ვერ მოხდება და ქვითარი არ ამოიბეჭდება.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, ორი ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებით, ზვიად სურმანიძე მსგავსი ფაქტის არსებობას ადასტურებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ხმის მიცემის აპარატი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს და კომისიის წევრები ვითარებას აკონტროლებენ.
აჭარის უმაღლესი საარჩვენო კომისიის მონაცემებით, 15 საათისთვის საკუთარი არჩევანი რეგიონში ამომრჩევლების 42-მა პროცენტმა გააკეთა. 15 საათის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე აქტიური ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველია, სადაც ამომღცევლების 48.58% მივიდა პოზიციის დასაფიქსირებლად.
დღეს, აჭარის რეგიონში 317 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. უბნების 95%-ზე, ამომრჩეველი ხმას ელექტრონულად აძლევს, ხოლო 66 უბანზე, ტრადიციული მეთოდით.
რეგიონის ამომრჩეველი, საქართველოს პარლამენტის გარდა, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსაც ირჩევს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024