ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, თანატოლებმა სცემეს, ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს
25/10/2021
13:03
სამართალი
A-
+A
სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ისინი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. მისივე თქმით, ფაქტის შესახებ, მათთვის გუშინ გახდა ცნობილი. დირექტორის თქმით, ერთ-ერთი კლასის დამრიგებელს მიაწოდეს ვიდეო, სადაც მისი სკოლის მოსწავლეები ფიქსირდებოდა.
“მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება, დავიბარეთ ისინი და გავაცანით ვიდეო. როგორც მათთან საუბრისას გავარკვიეთ, ისინი უკვე იყვნენ ინფორმირებულნი მომხდარის შესახებ, პოლიციისთვისაც მიუმართავთ. ჩვენ ვიდეოს გავრცელებამდე არაფერი ვიცოდით. ისინი არ არიან ერთი სკოლის მოსწავლეები, შემთხვევა არც სკოლის ტერიტორიაზე და არც სწავლის პერიოდში მომხდარა. საბაზისო საფეხურის მოსწვალეები არიან. როგორც ირკვევა მანამდეც ჰქონიათ უთანხმოება და მიწერ-მოწერა სოციალურ ქსელში”- აცხადებს სკოლის დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწყბულია გამოძიება და ჩატარდა გამოკითხვები.
მათივე განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
0
0
522
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%