24/06/2024
15:37
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზიის განვითარების ბანკი და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან და მივედით იმ ფაზამდე, როდესაც უკვე დეტალური, სრულფასოვანი გენერალური გეგმა არის საჭირო. დაინტერესება არის ძალიან დიდი და მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადა შემოვა, რომელთაგანაც საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების კომპანიას ავარჩევთ“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
0
0